ახალი ამბები

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

29 მაისი, 2022 • 1181
თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისში, ხვალ 30 მაისს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.

„დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, შეხვედრა და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს,“ – აცხადებს ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი