უკრაინამ დაიწყო გემების საწინააღმდეგო რაკეტების, „ჰარპუნების“ მიღება დანიისაგან და თვითმსვლელი „ჰაუბიცების“ მიღება შეერთებული შტატებისაგან.
ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლიქსი რეზნიკოვი ავრცელებს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ბრატჩუკი კი „ტელეგრამში“ წერს, რომ უკრაინის მიერ მიღებული „ჰარპუნის“ რაკეტების რაოდენობა საკმარისია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩასაძირად.