ახალი ამბები

გახარიას პოზიცია, სააკაშვილის სასჯელზე, მკურნალობასა და მოპყრობაზე

27 მაისი, 2022 • 3244
გახარიას პოზიცია, სააკაშვილის სასჯელზე, მკურნალობასა და მოპყრობაზე

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისთვის შეფარდებული სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს, თუმცა ხელიუსლფების პასუხისმგებლობაა, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება დაცული იყოს. ამასთან გახარიას თქმით, მას არ მოსწონს ის პროცესი, რომელიც ექსპრეზიდენტის ძალის გამოყენებით ციხიდან ციხეში გადაყვანას ახლდა თან:

“მე ვისურვებდი, რომ ჩემი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, თუნდაც ისეთს, მე რომ არ მომწონს, ასე არ უნდა ექცეოდნენ და ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს სააკაშვილის მიმართ. მე ზუსტად ასეთივე შეურაცხყოფილი ვიყავი, როდესაც უკრაინაში ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში სპეცრაზმელებმა რესტორანში თმებით ათრიეს, უდიდესი პროტესტი მქონდა”, – განაცხადა გახარიამ ტვ პირველის ეთერში და დასძინა, რომ  სააკაშვილი საქართველოში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა და ამის დაფასება ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც “უვარგისი” იყოს ყოფილი პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი