ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭირა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
- მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი.