ახალი ამბები

ბოლოს 24 საათში რუსეთმა დონბასში 41 დასახლებას შეუტია

26 მაისი, 2022 • 688
ბოლოს 24 საათში რუსეთმა დონბასში 41 დასახლებას შეუტია

უკრაინის გაერთიანებული ძალების ცნობით, ბოლოს 24 საათში რუსეთის შეიარაღებული ჯარები თავს დაესხნენ 41 დასახლებულ პუნქტს აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რაც მიუთითებს რუსეთის მთავარი შეტევის მასშტაბებზე დონბასის რეგიონში.

დაბომბვების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ხანძარმა გაანადგურა ან დააზიანა 52 მაღალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ობიექტები, ასევე, სარკინიგზო ხაზები და სასოფლო-სამეურნეო შენობები.

„ძალიან რთულია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვდგავართ, ვიბრძვით ფრონტის ყველა სექტორისთვის, ყველა დასახლებისთვის. დასავლური იარაღი და ტექნიკა გვეხმარება მტრის გაგდებაში ჩვენი მიწიდან. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო ტექნიკური დახმარებისთვის. ამავდროულად, ჩვენ ძალიან გვჭირდება იარაღი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავარტყოთ მტერს შორ მანძილზე. და ამის გადადება არ შეიძლება, რადგან დაგვიანების ღირებულება იმ ადამიანების ცხოვრებით იზომება, ვინც მსოფლიო რაშიზმისგან იცავდა“, — განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნი.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა პრიორიტეტად დაისახეს წინსვლა პოპასნას აღმოსავლეთით და დასავლეთით, რათა გაჭრან უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები (GLOC) სევეროდონეცკის სამხრეთ-დასავლეთით და დაასრულონ ლუგანსკის ოლქის ალყაში მოქცევა.

„რუსული ძალები, სავარაუდოდ, შევიდნენ ლიმანში და შესაძლოა, გამოიყენონ ეს დასაყრდენი იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით წინსვლებთან კოორდინაციისთვის სივერსკზე შეტევის დასაწყებად. რუსულმა ძალებმა შეიძლება დაიწყონ სევეროდონეცკის ბრძოლა მანამ, სანამ მთლიანად არ ჩამოაჭრიან უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებს სევეროდონეცკის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით. ამასთან, რუსულმა ძალებმა დაარტყეს ქალაქ ზაპორიჟიას აღმოსავლეთში მოქმედი უკრაინული ძალებს მათი ძირითადი ლოგისტიკური ცენტრის მოშლის მიზნით“, — წერს ISW.

მასალების გადაბეჭდვის წესი