ახალი ამბები

ოკუპირებული ენერგორადის „მერი“, დაცვასთან ერთად, აფეთქებისას დაშავდა

23 მაისი, 2022 • 1213
ოკუპირებული ენერგორადის „მერი“, დაცვასთან ერთად, აფეთქებისას დაშავდა

უკრაინული ოკუპირებული ქალაქის, ენერგოდარის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დანიშნული მერი, ანდრეი შევჩუკი, თავისი დაცვის წევრებთან ერთად, აფეთქების შედეგად დაშავდა.

ინფორმაცია თავდაპირველად 22 მაისს ტელეგრამზე გაავრცელა დმიტრო ორლოვმა, ენერგოდარის მერმა (უკრაინა ენერგოდარზე კვლავ მის იურისდიქციას აღიარებს).

უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაადასტურა.

რუსული სამთავრობო მედიასაშუალების, „რია ნოვოსტის“ ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანების შემდეგ, ანდრეი შევჩუკი ენერგოდარის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქება შევჩუკის რეზიდენციასთან მოხდა.

ჯერ დაუზუსტებელია, უშუალოდ რამ გამოიწვია აფეთქება და იყო თუ არა ეს გამიზნული თავდასხმა შევჩუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი