თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში კაცმა მეზობელი კაცი მოკლა. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
ტელეარხის თანახმად, კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რის შემდეგაც 45 წლამდე კაცს მეზობელმა იარაღიდან ესროლა და მოკლა, სხვა რამდენიმე პირი კი, მათ შორის, მოკლულის ოჯახის წევრები — დაჭრა.
როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.