ახალი ამბები

რუსეთი უკრაინას ოკუპირებული ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ენერგიის ყიდვას სთავაზობს

19 მაისი, 2022 •
რუსეთი უკრაინას ოკუპირებული ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ენერგიის ყიდვას სთავაზობს

რუსეთი მზადაა, უკრაინას მიჰყიდოს ელექტროენერგია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც ამჟამად რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა, თუკი მას ექნება სურვილი, იყიდოს ეს ელექტროენერგია.

ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა.

„თუ უკრაინა მზად არის, მიიღოს და გადაიხადოს, ის [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური] იმუშავებს მათთვის. თუ არ იქნება თანახმა, იმუშავებს რუსეთისთვის. ბირთვული ელექტროენერგია ერთ-ერთი ყველაზე იაფი და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია. სად გაიყიდოს ელექტროენერგია, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება“, — განუცხადა ჟურნალისტებს მელიტოპოლში ჩასულმა ხუსნულინმა.

მან პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „იმუშავებს და ყველა სამუშაო ადგილი შენარჩუნებულია“ და დასძინა, რომ რუსეთს აქვს ატომურ ელექტროსადგურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არის უდიდესი ევროპაში, რომელიც მდებარეობს ენერგოდარში. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასზე კონტროლი მარტის დასაწყისში დაამყარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი