ახალი ამბები

ბელარუსში ჯორჯ ორუელის 1984-ის გაყიდვა აიკრძალა – მედია

18 მაისი, 2022 • 1032
ბელარუსში ჯორჯ ორუელის 1984-ის გაყიდვა აიკრძალა – მედია

„ნასტაიაშაია ვრემიას“ ინფორმაციით, ბელარუსში ჯორჯ ორუელის ცნობილი წიგნის, 1984-ის გაყიდვა აიკრძალა.

გამოცემის ცნობით, წიგნის მაღაზიებს დაევალათ 19 მაისამდე გაყიდვიდან ამოიღონ 1984-ის ყველა ეგზემპლარი.

„ნასტაიაშაია ვრემიას“ განცხადებით, წიგნი პირველად ბელარუსულ ენაზე 1992 წელს გამოიცა, 2020 წელს კი ანდრეი იანუშკევიჩას თარგმანით, ახალი ტირაჟი დაიბეჭდა. წიგნი 2021 წელს ბელარუსში ყველაზე გაყიდვადი ნაწარმოებების სიაში მეოთხე ადგილზე იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 16 მაისს წიგნის მაღაზიის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს მთარგმნელი ანდრეი იანუშკევიჩა, რომელსაც 200 წიგნი ჩამოართვეს. „ნასტაიაშაია ვრემიას“ ცნობით, სამართალდამცავი უწყებები გამომცემლობაშიც გეგმავენ ჩხრეკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი