ახალი ამბები

უმუშევრობის დონე 2021 წელს 2.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

18 მაისი, 2022 • 1948
უმუშევრობის დონე 2021 წელს 2.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2010-2021 წლებში.

წყარო: საქსტატი

უწყების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონის ცვლილება 2021 წელს 2020 წელთან შედარებით რეგიონების მიხედვით.

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი