ახალი ამბები

მელიქიშვილის რეაბილიტაცია იწყება, ვარაზისხევი დროებით ორმხრივი ხდება

18 მაისი, 2022 • 1160
მელიქიშვილის რეაბილიტაცია იწყება, ვარაზისხევი დროებით ორმხრივი ხდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის დასაწყისში დაიწყება და სამუშაოების მიმდინარეობისას გამზირი გადაიკეტება:

„მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა. მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები. დამონტაჟდება ახალი ბოძები, თავისი თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით. დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები“, – ამბობს კახა კალაძე.

კალაძის თქმით, მანამ, სანამ მელიქიშვილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება, ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით იქნება დაშვებული. თბილისის მერის განცხადებით, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობას მოგვიანებით მიაწვდიან:

„ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქალაქში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. უამრავი პრობლემა გვაქვს, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება“, – აცხადებს ის.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი