ახალი ამბები

აფეთქებას დაღესტანში 12 ადამიანი ემსხვერპლა

31 მარტი, 2010 • • 1165
აფეთქებას დაღესტანში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ორი აფეთქების შედეგადად, დაღესტნის ქალაქ ყიზლარში 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით ადამიანი დაშავებულია. რუსული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში თვითმკლელი ტერორისტების მიერ იქნა მოყვანილი.

ყიზლარში (დაღესტნის ქალაქი) დღეს დილით აფეთქების ორი ხმა გაისმა. როგრც ინტერფაქსი იუწყება, რუსი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დილით 9 ადამიანი გარდაცვლილი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი შუადღეს 12-მდე გაიზარდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის არის შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს უფროსი ვიტალი ვედერნიკოვი.
მის გარდა გარდაცვლილთა შორის 9 მილიციის თანამშრომელია. 23 ადამიანი მოთავსებულია სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა მილიციელის ფორმაში ჩაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი