ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბრიუსელში მიშელს, სტოლტენბერგს და მეცოლას შეხვდება

16 მაისი, 2022 • 827
ღარიბაშვილი ბრიუსელში მიშელს, სტოლტენბერგს და მეცოლას შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისთვის შევსებულ თვითშეფასების კითხვარს:

„დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას და სხვა ოფიციალურ პირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი