ახალი ამბები

რუსეთში “მოსკვიჩების“ წარმოების განახლებას აპირებენ

16 მაისი, 2022 • 1186
რუსეთში “მოსკვიჩების“ წარმოების განახლებას აპირებენ

მოსკოვში ფრანგული „რენოს“ ქარხანაში „მოსკვიჩების“ წარმოება განახლდება. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი წერს.

სხვა დასავლური კომპანიების მსგავსად „რენომ“ მოსკოვში საწარმო დახურა. მოსკოვის მერი, სობიანინი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ქარხანაში ისტორიული ბრენდის „მოსკვიჩის“ ქვეშ განახლდება მსუბუქი ავტომობილების წარმოება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარხნის ტექნოლოგიური პარტნიორი „კამაზი“ იქნება.

მოსკვიჩმა მანქანების წარმოება 2006 წლიდან შეწყვიტა, როდესაც თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

AFP წერს, რომ რენომ საკუთარი აქტივები რუსულ მხარეს სავარაუდოდ მიყიდა, თუმცა გარიგების დეტალები უცნობია. რენოს საკუთარი აქტივების გამოსყდვს უფლება აქვს მომდევნო 6 წლის განმავლობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი