ახალი ამბები

გავასაჩივრებთ, მაგრამ მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას არც იქ ველით – გვარამიას ადვოკატი

16 მაისი, 2022 • 722
გავასაჩივრებთ, მაგრამ მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას არც იქ ველით  – გვარამიას ადვოკატი

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გვარამიას დაპატიმრების შესახებ ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, თუმცა არც იქ აქვთ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი.

„სამართლებრივად, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ განაჩენს, ოღონდ არა იმიტომ, რომ გვაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლოში მიუკერძოებელი საასამართლო დაგვხვდება. არა, ცხადია. როგორც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს არ ეყო არანაირი ღირსება და დამოკიდებლობა, იგივე იქნება ზედა ინსტანციებში. მაგრამ მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, „სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არა აქვს“:

„ერთადერთი რამის თქვა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი დამოკიდებულია იმაზე, რა კითხვაზე რა პასუხი გავეცით, მწარედ ცდება. ჩვენ დღეს ვნახეთ ვნახეთ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კოლაბორაციონისტმა საზოგადოებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს. კრიტიკული მედიის დირექტორებს არ იჭერენ და ედვნიან განსხვავებული აზრის გამო. ფაქტი სახეზეა: ხელისუფლებისთვის მიუღებელი ყველა პირი იდევნება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გვარამია სამ-ნახევარი წლით დააპატიმრეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი