ახალი ამბები

უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი – სტოლტენბერგი

15 მაისი, 2022 • 1231
უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი – სტოლტენბერგი

“უკრაინას შეუძლია, მოიგოს ეს ომი”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა.

“რუსეთმა ვერ აიღო კიევი. ისინი უკან იხევენ ხარკოვის გარშემო, მათი მთავარი შეტევა დონბასში შეჩერებულია. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს. უკრაინელები მამაცურად იცავენ თავიანთ სამშობლოს. მოკავშირეებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარება გაუწიეს ამისთვის”, – თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა ფინეთისა და შვედეთისათვის და ისტორიული უწოდა ფინეთის გადაწყვეტილებას, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკაშვირებით.

ფინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალ კვირაში მიმართავს ალიანს გაწევრიანებაზე განაცხადით. მედიის ინფორმაციით, იგივეს გეგმავს შვედეთიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი