ახალი ამბები

რუსეთის მნიშვნელოვანი წინსვლა მომდევნო 30 დღეში ნაკლებ სავარაუდოა — ბრიტანეთის დაზვერვა

15 მაისი, 2022 • 1048
რუსეთის მნიშვნელოვანი წინსვლა მომდევნო 30 დღეში ნაკლებ სავარაუდოა — ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით მორიგ სადაზვერვო ცნობებს აქვეყნებს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევამ დონბასში დაკარგა იმპულსი და მნიშვნელოვნად ჩამორჩა გრაფიკს.

„მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან ტერიტორიულ წარმატებებს გასული თვის განმავლობაში, იმავდროულად შეინარჩუნა გამოფიტვის მუდმივად მაღალი დონე. რუსეთმა ახლა, სავარაუდოდ, დაკარგა მესამედი სახმელეთო საბრძოლო ძალებისა, რომელცი თებერვალში შეაგროვა“, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეფერხებები კიდევ უფრო გამწვავდება, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების დაკარგვის გამო.

„რუსული ძალები სულ უფრო მეტად არიან შებოჭილნი გამაძლიერებელი შესაძლებლობების შემცირების, განრძობითი დაბალი მორალისა და შემცირებული საბრძოლო ეფექტურობის გამო. ამ შესაძლებლობებიდან ბევრის სწრაფად შეცვლა ან აღდგენა შეუძლებელია და, ეს სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას უკრაინაში. ამჟამინდელ პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დრამატულად დააჩქაროს წინსვლის ტემპი მომდევნო 30 დღის განმავლობაში“, — ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ომის 81-ე დღისთვის უკრაინელებმა მოიგერიეს რუსების არაერთი მცდელობა, გადაკვეთონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდინარე დონბასში, ასევე, დიდი ალბათობით მოიგეს ბრძოლა ხარკოვისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი