დღეს, 14 მაისსს, საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად დმანისის სოფელ სამებასთან იყო.
მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 21:14 საათზე დაფიქსირდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში გახშირებული მიწისძვრებით მოექცა. ამ ტერიტორიაზე ზოგჯერ დღეში რამდენიმე მიწისძვრა ხდება.