ახალი ამბები

რუსებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ – უკრაინის გენშტაბი

14 მაისი, 2022 • 2410
რუსებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ. ამის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

„ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია. მისი ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, დაკავებული პოზიციებისა და მომარაგების მარშრუტების შენარჩუნებაზე“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) 13 მაისის ანგარიშის თანახმადაც, უკრაინა იცავდა ხარკოვს და რუსებმა გადაწყვიტეს მთლიანად დაეტოვებინათ პოზიციები. მათი თქმით, უკრაინულმა ძალებმა არ მისცეს რუს ჯარებს ქალაქის ალყის შემორტყმის უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ხელში ჩაგდებაზე.

„ამ გზით, როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო“, – აცხადებს ISW.

ISW-ის თანახმად, რუსები შეეცდებიან გაატარონ ხაზი ვოლჩანსკის დასავლეთით, რათა დაიცვან თავიანთი სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები (GLOC) ბელგოროდიდან იზიუმამდე, მაგრამ გაურკვეველია, მიაღწევენ თუ არა წარმატებას.

მათივე ცნობით, რუსების მთავარი ძალისხმევა კვლავაც მიმართულია ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოსაქცევად.

„პოპასნაიას მიმართულებიდან წინ მიმავალმა რუსმა ჯარებმა დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ განიცადეს. რუსეთის ჯარებმა განაახლეს შეტევითი ოპერაციები სლოვიანსკის მიმართულებით, მაგრამ 13 მაისს მათ არანაირი პროგრესი არ მიუღიათ.

რუსებმა მორიგი წარუმატებელი თავდასხმა მოახდინეს ალექსანდროვკაზე, სავარაუდოდ, ახალი მცდელობით, დაეძალებინათ სევერსკი დონეცები.

რუსებს შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი ახალი საბრძოლო ძალა, რათა აინაზღაურონ ეს დანაკარგები და განაგრძონ შეტევა საკმაოდ ფართო მასშტაბით“, – აცხადებს ISW.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი