ახალი ამბები

მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტი 18 თვე გაგრძელდება

11 მაისი, 2022 • 1226
მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტი 18 თვე გაგრძელდება

ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „სამშენებლო კომპანია მამისონთან“ კონტრაქტი გააფორმა.

სამშენებლო კომპანია მამისონი არემონტებს მეტროსადგურ გოცირიძესაც, რომლის გახსნის ვადა არაერთხელ გადაიწია და ამჟამადაც დაკეტილია.

კონტრაქტის თანახმად, სამუშაოების საერთო ღირებულება 12 760 000 ლარია.

კომპანიამ სამუშაოები 18 თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

პროექტის თანახმად, დაგეგმილია მეტროსადგურის ზედა ვესტიბულის, ქვედა და შიდა ბაქნების ინტერიერის, მათ შორის, იატაკის, განათების, ჭერის, სავენტილაციო სისტემების, წყლისა და ელექტროენერგიის გაყვანილობების შეცვლა.

ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, სამუშაოების განხორციელების ეტაპზე დაიკეტება თუ არა მეტროსადგური მგზავრებისთვის.

კომპანიის აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეთანხმება და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად აიცილონ თავიდან სარემონტო სამუშაოების დროს მოქალაქეებისთვის მეტროსადგურის ჩაკეტვა.

ზედა ვესტიბულერი – რენდერი

ქვედა ბაქანი – რენდერი

მეტროსადგური ვარკეთილის ქვედა ბაქანზე ჭერი 2018 წლის იანვარში ჩამოინგრა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა.

ჩამონგრევამდე სადგური კომპანია შპს “ყვარელმშენმა” გაარემონტა. ინციდენტის შემდეგ, ამ დრომდე, მეტროსადგური აღარ გარემონტებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი