“სამწუხაროდ, აღარ მაქვს სურვილი შევხვდე კოლეგებს ეთიკის ქარტიის საბჭოდან”– ეს განცხადება ნათია კობერიძემ სოციალურ ქსელ facebook –ზე ათი საათის წინ გააკეთა.
„ვერ დავეთანხმები საბჭოს ერთერთი წევრის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს ჩემთვის (ან ვინმესთვის!) „განაჩენის“ გამოტანის და პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზე და რომ „ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იქნება“. არ მივიჩნევ თავს ანგარიშვალდებულად იმ ორგანოს წინაშე, რომელსაც პასუხისმგებლობის დაკისრების არავითარი მექანიზმი არ გააჩნია და მიუხედავად ამისა ქედმაღლურად და წინასწარგანზრახვით უდგება საკითხს. ასეთ ვითარებაში ვეჭვობ, რომ შედგეს კონსტრუქციული თანამშრომლობა და პრობლემების ობიექტური განხილვა. საბჭოთა პერიოდის მსგავს ამხანაგურ სასამართლოში მონაწილობას არ ვაპირებ და ჩემი ხელმოწერაც უკან მიმაქვს, თუ ეთიკის ქარტიის საბჭო მომავალშიც აპირებს კოლეგების “დაკითხვაზე” გამოძახებას.
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კობერიძე საბჭოს პასუხებს წერილობით მიაწვდის და საბჭოს სხდომა მაინც გაიმართება.





