ახალი ამბები

ქარტიის საბჭო კობერიძის საკითხზე მსჯელობს

8 აგვისტო, 2011 •
ქარტიის საბჭო კობერიძის საკითხზე მსჯელობს

 საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭო ამ წუთებში იმ კითხვებს აზუსტებს, რომლებსაც ჟურნალისტ ნათია კობერიძეს გაუგზავნის “იმედის” მოდელირებულ “ქრონიკასთან” დაკავშირებით. კობერიძე, რომელიც სხდომაზე არ მივიდა, ამბობს, რომ “საბჭო დაუცველია ქარტიის ხელმომწერთა არაადეკვატური ქცევისგან”.

 „შორენა შავერდაშვილი და სხვები, რომლებიც ამ ქარტიის ხელმომწერები არიან თუ არა, ცდილობენ ამ პროცესით არაკეთილსინდისიერად  ისარგებლობენ და ანგარიშსწორებით მემუქრებიან. სოციალურ ქსელში არის ასეთი კომენტარები: “განაჩენი უნდა გამოუტანონ”, “პასუხი უნდა აგოს”, “ეს მისთვის გაკვეთილი იქნება”,

ქარტიის ხელმომწერ რომან ქევხიშვილის თავდასხმაზე არაფერს ვამბობ… ალეკო ელისაშვილი, რომელიც მიმაჩნია რომ აბსოლუტურად დესტრუქციული ადამიანია, არათუ ჟურნალისტი,  იმას ეპატიჟებიან სხომაზე, ასევე მაქვს სხვა ინფორმაციები არასაჯარო სივციდან რომ ჩემს “ტყავს დახევენ” და გადავწყვიტე, რომ აღარ მივიდე საბჭოს სხდომაზე” – აცხადებს ნათია კობერიძე.

შორენა შავერდაშვილი ამბობს, რომ ყველა დისკუსიას სოციალურ ქსელებში ამ თემაზე არ ადევნებს თვალყურს, ამიტომ შესაძლოა არ იცოდეს მსგავსი ფრაზების შესახებ ნათია კობერიძისადმი,თუმცა ამბობს, რომ მას თავად არასოდეს უთქვამს მის მიმართ ისეთი სიტყვები, როგორიც არის “ტყავის დახევა.”

შავერდაშვილი ამბობს, რომ ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც მედიამ თავად უნდა აიღოს.

“ქარტია ახალი მექანიზმია, საუბარია 11 ელემენტარულ სტანდარტზე და მართლა მაინტერესებს, დაარღვია თუ არა ნათია კობერიძემ ეს სტანდარტი და თუ დაირღვა ეს სტანდარტი, ამ ფაქტის დაფიქსირება მინდა. ის, რომ კონკრეტულმა ჟურნალისტმა, კონკრეტული სტანდარტი დაარღვია და ეს ფორმულირება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

 კობერიძე აცხადებს, რომ საბჭოსთან პრეტენზია არ აქვს.

 მისი თქმით ქარტიის ხელმომწერბმა არ იციან, რომ ქარტიას არ აქვს სადამსჯელო მისია: ” მე ვხედავ, რომ არის პირადი ინტერესი, შესაბამისად ამ ადამიანებთან შეხვედრის სურვილი იმ ფორმატში (საბჭოს სხდომა საჯაროა და ყველა მსურველს აქვს შესაზლებლობა დაესწროს) საბჭოს მიაყენებდა სერიოზულ ზიანს. საბჭო ვერ შეძლებს დაგეგმილ ფორმატში მუშაობას. საბჭოც და მეც აღმოვჩნდებით გაუგებარ ვითარებასი და დაუცველები”.

 ასე განმარტა კობერიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში სხდიმაზე არ მისვლის მიზეზები.

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ დღეს პირველ საათზე სწორედ მოქალაქეების მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა დაიწყო.

 საბჭომ უნდა დაადგინოს “იმედის” მოდელირებული “ქრონიკის” გაშვებისას დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ ეთიკის ის პრინციპები, რომელთა დაცვასაც ხელი დეკემბერში, ქარტიის დაფუძნებისას მოეწერა.

 ეთერ თურაძე, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნათია კობერიძემ ბოლო წუთს განაცხადა უარი საბჭოს სხდომაზე მისვლაზე, თუმცა მისი თქმით “ის თანახმაა წერილობით გასცეს პასუხი საბჭოს ყველა კითხვას. ამ წუთებში ზის კომპიუტერთან და ელოდება ჩვენს კითხვებს”.

კობერიძის პასუხების შემდეგ საბჭოს გადაწყვეტილებას დღეს დახურულ სხდომაზე მიიღებს და გადაწყვეტილება საჯარო გახდება.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი