ახალი ამბები

ჟურნალისტთა ქარტიის საბჭო კობერიძის საკითხზე იმსჯელებს

8 აგვისტო, 2011 • 1191
ჟურნალისტთა ქარტიის საბჭო  კობერიძის საკითხზე იმსჯელებს

დღეს საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტ ნათია კობერიძის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. სამმა მოქალაქემ მიმართა საბჭოს ემსჯელა, დაარღვია თუ არა ქარტიის ეთიკის კოდექსი ჟურნალისტმა, გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანმა. სწორედ ამ გადაცემის ეთერში გავიდა მოდელირებული  “ქრონიკა”.

ქარტიის 9 კაციანი საბჭო  საკითხის განხილვას პირველ საათზე დაიწყებს. საბჭოს თავმჯდომარის ეთერ თურაძის თქმით განხილვაზე წევრებმა უნდა მოუსმინონ ჟურნალისტ კობერიძეს.

საბჭომ სხდომაზე ასევე მიიწვია ეკა წამალაშვილი, რომელიც კობერიძისგან განსხვავებით, ქარტიის ხელმომწერი არ არის.

ქარტიის საბჭოს სამმა მოქალაქემ ( ორმა ბათუმიდან და ერთმა ზუგდიდიდან) მიმართა ემსჯელათ დაარღვია თუ არა კობერიძემ ეთიკური პრინციპები. წესდების მიხედვით საბჭო ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებზე საკითხებს მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი