ნეტგაზეთი | საგარეო უწყებამ ახალგორში სკოლის დანგრევაზე განცხადება გაავრცელა საგარეო უწყებამ ახალგორში სკოლის დანგრევაზე განცხადება გაავრცელა – Netgazeti
RU | GE  

საგარეო უწყებამ ახალგორში სკოლის დანგრევაზე განცხადება გაავრცელა

“რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგორში №3 სკოლა დაანგრიეს”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადების მიხედვით ” სკოლის დანგრევის მიზეზი ოკუპანტებისათვის საცხოვრებელი სახლის აშენებაა”.

„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რუსი ოკუპანტების მიერ ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის პოლიტიკის გაგრძელებას და კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთი იგნორირებას უწევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ფუძემდებელ უფლებას – მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება” – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი შეფასება მისცეს ზემოხსენებული ფაქტს და აიძულოს რუსეთის მხარე განუხრელად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

სამინისტროს ინფორმაციით დანგრეული სკოლის  150 ქართველი და ოსი მოსწავლე სხვა სკოლაში არიან გადაყვანილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნია ქურთიშვილი