ახალი ამბები

Bloomberg: ევროკავშირი ალინა კაბაევას სანქცირებას გეგმავს

6 მაისი, 2022 • 807
Bloomberg: ევროკავშირი ალინა კაბაევას სანქცირებას გეგმავს

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ყოფილი ტანმოვარჯიშის და ნაციონალური მედიაჯგუფის ხელმძღვანელ ალინა კაბაევასთვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალად მიიჩნევა. კრემლმა არაერთხელ უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 69 წლის პუტინი რომანტიკულ ურთიერთობაშია კაბაევასთან ან მასთან შვილები ჰყავს.

Bloomberg-ის მიერ ნანახი სია შესაძლოა შეიცვალოს, ვიდრე ევროკავშირი მას დაამტკიცებს. ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც ასევე მოიცავს ზომებს წლის ბოლომდე ნავთობის იმპორტის შეწყვეტის შესახებ.

სანქციების პროექტში ნათქვამია, რომ კაბაევა “მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან”. ჰოლდინგური კომპანია National Media Group, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ფლობს წილებს თითქმის ყველა ძირითად რუსულ მედიასაშუალებაში, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდას ავრცელებს.

ევროკავშირმა მანამდე სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტს და მის ორ ქალიშვილს, რომლებიც ყოფილ მეუღლესთან ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი