ახალი ამბები

აშშ მზადაა დამატებითი სანქციებისთვის – ბაიდენი

4 მაისი, 2022 • 1300
აშშ მზადაა დამატებითი სანქციებისთვის – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დამატებითი სანქციებისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დამატებითი სანქციებისთვის. მე ვსაუბრობ G7-ის ქვეყნების ლიდერებთან იმაზე, თუ რას ვაპირებთ და რას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მე-6 ტალღის სანქციებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სანქციები შეეხება რუსეთის უმსხვილეს ბანკს – სბერბანკს, რომელსაც SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ, სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელსა და ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში მონაწილე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი