ახალი ამბები

რუსეთის მთავარი რაბინი ლავროვს ბოდიშის მოხდას ურჩევს

4 მაისი, 2022 • 958
რუსეთის მთავარი რაბინი ლავროვს ბოდიშის მოხდას ურჩევს

რუსეთის მთავარმა რაბინმა ბერელ ლაზარმა გააკრიტიკა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჰიტლერის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით და მას ბოდიშის მოხდა ურჩია.

„მშვენიერი იქნებოდა, თუ ებრაელებს ბოდიშს მოუხდიდა და უბრალოდ, აღიარებდა საკუთარ შეცდომას“, – განაცხადა რუსეთის მთავარმა რაბინმა სერგეი ლავროვის შესახებ „Jewish Telegraphic Agency-სთან“ საუბრის დროს.

მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის, იყო ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის აზრით, ებრაული სისხლი ჰქონდა, რაც ისტორიულად არ დასტურდება.

ლავროვის განცხადების გამო დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და ისრაელს შორის.

ისრაელში დაიბარეს რუსეთის ელჩიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი