უკრაინაში, რივნეს ოლქში მომხდარ საგზაო ავარიას 26 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 3 მაისს მოხდა.
პოლიციის თანახმად, კიდევ სამი ადამიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
გამოცემის მიხედვით, შემთხვევა გამოიწვია Mercedes-Benz Vito-ს მარკის ავტომობილის მანევრმა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიმავალ საწვავმზიდს შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ცეცხლი მოედო იქვე მოძრავ სამგზავრო ავტობუსსაც.
გამოცემა „უკრაინული პრავდის“ თანახმად, შემთხვევის დროს დაიღუპა პოლონეთისკენ მიმავალ ავტობუსში მყოფი მგზავრთა ნაწილი და მძღოლი. ასევე გარდაიცვალა Mercedes-Benz Vito-ს ავტომობილის მძღოლიც.
გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი.
ფოტო გარეკანზე: „უკრაინული პრავდა“.