ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ავადმყოფობის გამო გადადო უახლოეს დღეებში დანიშნული შეხვედრები. მათ შორისაა ბრიტანეთის პრინც ჩარლზი და მისი მეუღლე. ასევე ვიზიტი საქართველოში.
“ასოშეიტედ პრესის” ინფორმაციით ჰაველი ამჟამად სახლში პირადი ექიმის მეთვაყურეობის ქვეშაა. ვაცლავ ჰაველის თანაშემწე აცხადებს, რომ ღამის საათებში ჰაველი ავად გახდა ბრონქიტის მრავალხნიანი პრობლემების გამო. მკურნალობის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
74 წლის ყოფილი დისიდენტი პრინც ჩარლზს გუშინ უნდა შეხვედროდა, დღეს კი თბილისში ევროპული სახლის გახსნის ცერემონიალს დასწრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით სააკაშვილი ჰაველის დაჯილდოვებას გეგმავდა.
გადაიდო ევროპულის სახლის გახსნაც დღეს თბილისში.
ევროპული სახლისთვის ადგილი ”თავისუფლების მოედანზეა” შერჩეული. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპრექტივების საკითხებზე იმუშავებს.





