ახალი ამბები

უკრაინა გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი — ჯონსონმა უმაღლეს რადას მიმართა

3 მაისი, 2022 • 1586
უკრაინა გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი — ჯონსონმა უმაღლეს რადას მიმართა

„დღეს ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება“, – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას.

ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინის ე.წ. ომის მანქანის უძლეველობის მითი უკრაინელთა პატრიოტიზმა დაამსხვრია.

მისი თქმით, უკრაინამ არა მარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს სამხედრო წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის ისტორიული სისულელე და უდიდესი შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, მივესალმები იმ გამბედაობას, რომელსაც დღეს  იჩენთ, მიუხედავად თქვენი თავისუფლების წინააღმდეგ ბარბაროსული თავდასხმისა[…]

საკუთარი ბედის განმკარგავები თავად ხართ და არავის შეუძლია და არავინ უნდა დააწესოს რაიმე უკრაინელებისთვის. დიდ ბრიტანეთში თქვენი მაგალითით ვიხელმძღვანელებთ“, — მიმართა უკრაინელ დეპუტატებს ჯონსონმა.

მისი თქმით, ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და 300 მილიონი ფუნტის რაოდენობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგელბში დამატებით იარაღს გაუგზავნის.

სამხედრო დახმარება მოიცავს Brimstone-ის რაკეტებს და Stormer-ის საზენიტო სისტემებს ჯავშანტექნიკასთან ერთად, რაც ჯონსონის თქმით, დაეხმარებათ თავდასხმის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და ოფიციალური პირების დაცვაში.

„თქვენს სხვა მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის, დაფინანსებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მიზანს, გავაძლიეროთ უკრაინა ისე, რომ ვერავინ გაბედოს თავდასხმა“ ,— დასძინა ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონმა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა დაეხმარა უკრაინას არ დაეხმარა.

მისი თქმით,  დასავლეთმა ძალიან ნელა გაიაზრა სინამდვილეში რა ხდებოდა სინამდვილეში და მაშინ ვერ მოვახერხა პუტინისთვის ერთობლივი სანქციების დაწესება.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი