ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპა იმედს ამყარებს აზერბაიჯანულ გაზზე – ილჰამ ალიევი

3 მაისი, 2022 • 2769
ევროპა იმედს ამყარებს აზერბაიჯანულ გაზზე – ილჰამ ალიევი

“სამხრეთი დერეფნით” ევროპას გაზს 2020 წლის ბოლოდან ვაწვდით გაზს და დღეს [ექსპლუატაციის შესვლიდან] უკვე 11 მილიარდი კუბური მეტრი მივაწოდეთ. 2,1 კუბური მეტრი იტალიაში იყო ექპორტირებული, რაც მოთხოვნის დაახლოებით 9%-ია, 0,3 კუბური მეტრი კი- საბერძნეთში [მოთხოვნის 20%]. ევროპული ქვეყნები დაინტერესებას გამოხატავენ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგებაზე”- ამის  შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენეციაზე განაცახდა.

უკრაინის ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, კრემლმა მიიღო ბუნებრივი აირის მხოლოდ რუსულ რუბლებში გაყიდვის გადაწყვეტილება. ევროკავშირის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არღვევს უკვე დადებულ კონტრაქტებს. დასავლეთის შეფასებით, რუსეთი ცდილობს ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროპული სახელმწიფოების დაშანტაჟებას.

აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის პერსპექტივაზე საუბრობენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც ადგილობრივ გამოცემასთან.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ საექსპორტო პოტენციალის მიღწევა, რომელიც აზერბაიჯანს გააჩნია. ანუ წელიწადში ექსპორტის გაზრდა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ევროპული ქვეყნები სერიოზულად არიან  დაინტერესებული აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობაზე და რუსული გაზის ჩანაცვლებაზე”,- განაცხადა ანალიტიკოსმა ენგინ ოზერმა trend.az-სთან საუბარში.

“დღეს ევროპა 40%-ით დამოკიდებულია რუსულ გაზზე, 20%-მდე ნორვეგიულ გაზზე, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდის. ვხედავთ, რომ ერთ წყაროზე დამოკიდებულება დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან რთულია. ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს. გარდა ამისა, ჩვენ გარდა არიან თურქმენეთი და უზბეკეთი. მათი გაზის მიწოდება ევროპაში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შეიძლება. ამგვარად, აზერბაიჯანის როლი ენერგეტიკულ სექტორში გაიზრდება და ჩვენი ქვეყანა ევროპასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე გადავა”, – ამბობს ემინ გარიბლი, ექსპერტ-ეკონომისტი trend.az-სთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი