ახალი ამბები

ბერბოკი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობას ასახელებს

2 მაისი, 2022 • 1624
ბერბოკი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობას ასახელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალინა ბერბოკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, როცა უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის, აღმოსავლეთ დონბასიდან და ყირიმიდან, ჯარებს სრულად გაიყვანს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ ყველა სანქციას, რომელსაც შემოგვთავაზებთ, საჭიროების შემთხვევაში, წლების განმავლობაში. ამ სანქციებს მხოლოდ მას შემდეგ გავაუქმებთ, როცა რუსული ჯარები გავლენ უკრაინიდან“, — განუცხადა ბერბოკმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ს.

Bloomberg-ის ცნობით, ბერბოკმა ყირიმი მიათვალა ტერიტორიას, საიდანაც რუსეთის ჯარები უნდა გავიდნენ სანქციების მოხსნის მიზნით.

ბერბოკის თქმით, დასავლური სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას, რათა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ქმედება სხვა რეგიონებში შეუძლებელი გახდეს. იმის გამო, რომ რუსეთი იმდენად დაზარალდა დასავლეთის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და სანქციების გამო, ბერბოკი ბიქრობს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს გამოჯანმრთელებას “მრავალი წლის განმავლობაში”.

ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეექვსე პაკეტს. ბერბოკის თქმით, ბერლინი მზად არის მხარი დაუჭიროს ეტაპობრივ, ევროკავშირის მასშტაბით ემბარგოს რუსული ნავთობის იმპორტზე.

დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო. 24 თებერვალს დაწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი. საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი