თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე გავრცელებულია სამძიმარი, რომლის თანახმადაც, სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი სოსო ჟვანია.
გონიოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს შემთხვევითი ტყვიით მძიმედ დაიჭრა.
სამინისტრო “ნეტგაზეთთან” საუბარში დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ სოსო ჟვანია ორი დღის წინ გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი კაპრალი გადაყვანილი იქნა ბათუმის საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მიუხედავად ოპერაციისა, ჟვანიას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდის ცნობით, მომხდარს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. დაკავებულია ერთი სამხედრო პირი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *