უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი ერთმანეტს ტელეფონის საშუალებით დღეს, 30 აპრილს ესაუბრნენ.
ფრანგული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისათვის სამხედრო დამხარების ზრდას, ისევე როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ საუბრის შესახებ განაცხადა, რომ იგი მადლიერია საფრანგეთის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისა და პარიზის მსაობისთვის, რომ უმკურნალოს დაჭრილ უკრაინელებს.
ზელენსკის თანახმად, ორ ლიდერს შორის საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხსაც.
ემანუელ მაკრონი ახლახან მეორე ვადით აირჩიეს საფრანგეთის პრეზიდენტად. მან არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენი დაამარცხა, რომელიც რუსეთის მხადამჭერი პოზიციით გამოირჩევა.
მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური როლი ეკავა უკრაინის ომის საკითხს.