პირველი მაისიდან ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური 60 ლარამდე ძვირდება, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის ფასი  – 150 ლარამდე.

ინფორმაცია ნეტგაზეთს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფასებში არ შედის ფოტოს საფასური – 5 ლარი.

აქამდე პირადობის მოწმობის აღება 30 ლარი ღირდა, ხოლო პასპორტის – 100 ლარი.