თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“  იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები  ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი. 

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან. 

  • როგორ დავიწყო სტარტაპი – შოთა გიორგობიანი
  • როგორ დავგეგმოთ mvp – ლაშა ყანჩაველი
  • როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს – დავით ჩეჩელაშვილი
  • სტარტაპის ბიზნეს მოდელი – თორნიკე ჩხაიძე
  • მდგრადი განვითარება – ოთო ბერიშვილი
  • სტარტაპის ფინანსების მართვა – შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია – ნინო ეგაძე
  • მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში – ნიკა გვახარია 
  • ინვესტიციების მოზიდვა – დავით ჩიხლაძე

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course