პარლამენტმა დღეს გადადო იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის მხარდასაჭერადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა აქცია გამართა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია  ორგანიზატორების თქმით, კობა დავითაშვილის პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად გაიმართა.   კანონპროექტი, რომელიც თებერვალში ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტს 30 000 ხელმოწერასთან ერთად შეიტანა ითვალისწინებს საპენსიო  ასაკის დაწევას 5 წლით, პენსიების გაცემას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით,პარიტეტს  საარჩევნო  კომისიებში და 50% იან  საარჩევნო ბარიერს.  პარლამენტმა კანონპროექტის მოსმენა გადადო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *