ახალი ამბები

7 მაისამდე თვითმფრინავის ბილეთით ქუთაისამდე მატარებლით უფასოდ იმგზავრებთ

28 აპრილი, 2022 • 5091
7 მაისამდე თვითმფრინავის ბილეთით ქუთაისამდე მატარებლით უფასოდ იმგზავრებთ

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება, ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების
ბილეთებს უფასოდ მიიღებს.

30 აპრილიდან, 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და
კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს.

მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. სადგურში, სახელწოდებით „ქუთაისის აეროპორტი“, ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი