ახალი ამბები

პესკოვის თქმით, მედვედჩუკის გაცვლა სამხედრო ტყვეებში „არ განიხილება“

27 აპრილი, 2022 • 687
პესკოვის თქმით, მედვედჩუკის გაცვლა სამხედრო ტყვეებში „არ განიხილება“

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლა სამხედრო ტყვეებში არ განიხილება.

„არა, ეს არ განიხილება“, — ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვას, აწარმოებს თუ არა მოსკოვი მოლაპარაკებებს მედვედჩუკის გაცვლაზე სამხედრო ტყვეებში.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს მედვედჩუკის გაცვლას უკრაინელი ტყვეებში.

კრემლი პოლიტიკურ დევნად აფასებს უკრაინელი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას და აცხადებს, რომ თვალყურს მიადევნებს მის ბედს, თუმცა ამბობს, რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და არ აქვს კავშირი უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციასთან“.

მედვედჩუკი — ვინ არის და რატომ დააკავეს პუტინის ნათლიმამა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი