ახალი ამბები

“აღიარეს, რომ მათი სურვილია მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა” – ღარიბაშვილი უკრაინის მთავრობაზე

27 აპრილი, 2022 • 1207
“აღიარეს, რომ მათი სურვილია მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა” – ღარიბაშვილი უკრაინის მთავრობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკა მიზნად ისახავს საქართველოს ომში ჩართვასა და მეორე ფრონტის გახსნას.

„ეს სკანდალები და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი.

მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით მათ შორის ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომ არავითარი ომი არ იქნებოდა საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი.

გახსოვთ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა უკვე ხორბალი. ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში 41-ე საჯარო სკოლაში ვიზიტისას, სადაც სწავლების უკრაინული სექცია გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი