რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ბელგოროდის ოლქში სამხედრო საწყობი დაიწვა. რუსული მხარე ჯერჯერობით მიზეზს არ ასახელებს.
ხანძარი დასახლება სტარაია ნელიდოვკაში მოხდა. რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. მოსახლეობიდან კი არავინ დაშავებულა.
ის ასევე იუწყება, რომ ხანძრის შესახებ კომენტარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს. რუსი გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ მოხდა.
