ახალი ამბები

პოლონეთის შემდეგ რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უწყვეტს

27 აპრილი, 2022 • 2137
პოლონეთის შემდეგ რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უწყვეტს

რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც შეუწყვეტს.

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, „გაზპრომი“ ქვეყანას ბუნებრივი აირის მიწოდებას ხვალიდან, 27 აპრილიდან შეუწყვეტს. აღნიშნულს წინ უძღოდა პოლონეთის ანალოგიური განცხადება. რუსეთი გაზის მიწოდებას პოლონეთსაც უწყვეტს.

ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გაზის ალტერნატიული მომწოდებლების უზრუნველსაყოფად და მოქალაქეებსაც აცნობა, რომ გაზის მოხმარების შეზღუდვის საჭიროება ამ წუთისთვის არ დგას.

BBC წერს, რომ თვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთისგან გაზის შემსყიდველმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ თანხმდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი