ახალი ამბები

პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა — ჰარცელი სააკაშვილზე

26 აპრილი, 2022 • 729
პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა — ჰარცელი სააკაშვილზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ის ელის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგმება „მიუკერძოებელი სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე.

„მე არაფერს ახალს არ ვიტყვი, ჩვენ ძალიან მკაფიო ხაზი გვაქვს გავლებული იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება პატიმართა უფლებებს, თავისუფალი სასამართლოს უფლებას. როცა საქმე ეხება [პატიმრის] ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე იზრუნოს. ჩვენ ველით, რომ ნაბიჯები გადაიდგმება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევისა და რეკომენდაციების საფუძველზე“, — განაცხადა ჰარცელმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აყენებენ შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალოს, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატურად მოინახულონ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას სათანადო სამედიცინო სერვისები.

მასალების გადაბეჭდვის წესი