ახალი ამბებირეკლამა

„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის – კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს

21 აპრილი, 2022 •
„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის – კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს

„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტროდამტენების ლოკაციების რაოდენობას ზრდის. სხვადასხვა რეგიონში უკვე არსებულ 5 სადგურს, დამტენები შეემატა ყაზბეგში, ასევე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისისა და ბათუმის სერვისცენტრებში. პრემიუმ კლასის ელექტრომობილის მფლობელებისთვის, მანქანის დამუხტვა ახლა უფრო მეტად ხელმისაწვდომია.

„პორშე ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ენერგოეფექტური პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით, კომპანიას 8 დამტენი სადგური აქვს განთავსებული. მათგან 2 თბილისშია, ამდენივე – ბათუმში, ასევე, თელავში, საირმეში, ქუთაისსა და ყაზბეგში. საერთო ჯამში, კომპანიამ 150 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი, პეტრე წაქაძე: „გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალურია. პორშეს ელექტრომობილებზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პროცესის პარალელურად, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. „პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ეტაპობრივად ვაფართოებთ დამტენების სადგურების ქსელს. 2022-ში საქართველოს მასშტაბით დამატებით კიდევ 6 დამტენის მონტაჟს ვგეგმავთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მიერ განთავსებული დასამუხტი მოწყობილობით სარგებლობა არა მხოლოდ პორშეს, არამედ სხვა ბრენდის ელექტრომობილის მფლობელსაც შეუძლია“.

„პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ განთავსებული დამტენები 11 და  22-კილოვატიანია,  ელექტრომობილის სრულად დასამუხტად კი 3-დან 7 საათამდე დროა საჭირო.

გერმანულმა ავტოგიგანტმა უკვე განაცხადა, რომ  2025 წლისთვის პორშეს  მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრიფიცირებული იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტროავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.

,,პორშე ცენტრი თბილისი“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე, სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი