ახალი ამბები

სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ექიმის დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც გაიყვანეს

20 აპრილი, 2022 • 1667
სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ექიმის დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც გაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამ წუთებში [20 აპრილი, 12:40] თბილისის საქალაქო სასამართლოზე სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად ექიმის დახმარება ითხოვა.

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა უკრაინულად დაიწყო, შემდეგ ქართულად განაგრძო და თქვა, რომ პატივს მიაგებს ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ და იბრძვიან, შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა, რის შემდეგაც, მცირე პაუზის შემდეგ თქვა:

„თუ შეიძლება, ექიმის დახმარება მჭირდება“.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ადგომაში დახმარება სთხოვა მანდატურებს, რომლებმაც სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში დააბრუნეს. პროცესი გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი