კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილს “პოლიტიკური არეულობის გამოწვევის რესურსი არ გააჩნია”.

მისი თქმით, სააკაშვილს ციხეში „გართობა“ სჭირდება და ამაში ხელი უნდა შეუწყონ.

„როგორც ვიცი, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად, მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, მაგრამ ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით იმიტომ, რომ პატიმარი, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, რა თქმა უნდა, მას სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, მას სჭირდება გართობა და ამისათვის ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის რესურსი უბრალოდ ვერ ექნება და უბრალოდ არ გააჩნია, მით უმეტეს, საპატიმროდან“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან დიდი ეროვნული დღესასწაულით უნდა გაუშვან. ამის შესახენ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 18 აპრილს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, საზოგადოების ყველა წევრის გაერთიანებაა საჭირო.

როგორც ხაბეიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, მათ შორის იგულისხმება ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილება. მისივე თქმით, ამ საკითხებზე დამატებით ხვალ, 20 აპრილს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.