საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში ჩავიდა. 16 აპრილს პაპუაშვილმა “ტვიტერზე” დაწერა:

“ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად რათა გადმოგცეთ საქართველოს გზავნილი: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან”.

საპარლამენტო დელეგაცია 9 დეპუტატისგან შედგება, მათ შორის არიან:

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, „ქართული ოცნებიდან“ – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია,
  • „რეფორმების ჯგუფი“ – ხათუნა სამნიძე,
  • „ლელოდან“ – ანა ნაცვლიშვილი
  • „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი,
  • „საქართველოსთვის“ – გიორგი ხოჯევანიშვილი,
  • „გირჩი“ – ვახტანგ მეგრელიშვილი.

საპარლამენტო დელეგაციაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

1 დღით ადრე, 15 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ქართველი მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ენმ-ის ლიდერები: ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია ჩავიდნენ. მათთან ერთადაა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილიც.