სამდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მათ რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.
მათ შორის პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს წარმომადგენელთან საქართველოში, ბორის ვოდზთან.
დაგეგმილია იორშის და ისლამის შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან. შეხვედრებს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გამართავენ.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდებიან. ასევე ცესკოს თავჯდომარეს და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს. გაწერილ შეხვედრათა გრაფიკში წინასწარი ინფორმაციით მოხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ჭანტურია.
იორში და ისლამი შეხვედრებს მინისტრებთანაც გამართავენ. მათ შორის კობა სუბელიანთან და თემურ იაკობაშვილთან. იგეგმება შეხვედრა გიორგი ტუღუშთან,საქართველოს სახალხო დამცველთან.
24 მარტამდე, საქართველოს დატოვებამდე იორში და ისლამი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.