ახალი ამბები

რაგბი: საქართველო–რუსეთი

8 აგვისტო, 2011 • 1205
რაგბი: საქართველო–რუსეთი

 „მოწინააღმდეგე გუნდი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია და საქართველოსთან განსაკუთრებით გააფრთებით ითამაშებს, რადგან საქართველოს ნაკრებისთვის რუსეთის ნაკრებს არასდროს მოუგია და რუსეთის ნაკრებისთვის ეს ძალიან პრესტიჟული თამაშია “, –განაცხადა  მთავრობის სხდომაზე საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ.  მინისტრი ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო–რუსეთის რაგბის თამაშს დაესწრებიან, სიმშვიდისკენ მოუწოდებს და  არ აყვნენ პროვოკაციებს, რათა ყველაფერმა ჯანსაღ და სპორტულ გარემოში ჩაიაროს.

თამაში დღეს , 20 მარტს, ტრაპზონში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

„თურქულმა მხარემ “ტრაბზონსპორის” საფეხბურთო გუნდის ბაზა უსასყიდლოდ დაგვითმო, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. ახლა მთელი ყურადღება რუსეთთან მატჩისკენ გვაქვს მიმართული. იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ”–განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ.

იმ გულშემამტკივრებისთვის კი, ვინც ვერ შეძლებს თამაშზე წასვლას, თბილისის სპორტის სასახლეში უფასოდ, სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე მიადევნებენ თვალს. ასეთივე მონიტორი გამონტაჟდება ბათუმშიც. პირდაპირ რეპორტაჟს ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი და  “Facebook-Club”–ი შეთავაზებს მაყურებელს.

თამაში სტადიონზე „აქჩაბადი“ შედგება. სტადიონი 6 ათას მაყურებელს იტევს, სადაც დაახლოებით 5000 მაყურებელი საქართველოდან იქნება ჩასული.  

ნიკა რურუას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2011 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა, ეს თამაში მათთვის არ არის მხოლოდ პრესტიჟის, არამედ მას სპორტული, პრაგმატული ინტერესიც აქვს.

მინისტრის განცხადებით, როგორც მისთვისაა ცნობილი, სტამბულში მობილიზებულია ადგილობრივი პოლიცია და ასევე უსაფრთხოების ყველა სამსახური იმისთვის, რომ რაიმე ანტისპორტულ, ანტიათლეტურ და ე.წ. ხულიგნურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი