ახალი ამბები

ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის

8 აგვისტო, 2011 • 1540
ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის

ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობის ზრდასა და ამ საფრთხეებზე სალაპარაკოდ თბილისში 15 ქვეყნიდან  სამოცდაათამდე ექსპერტი ჩამოვიდა. სამდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“  19 მარტს „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნა.

კონფერენციას მოწყობის ინიციატორები „ჯეიმსთაუნის ფონდი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები არიან. როგორც „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტმა, გლენ ჰორვარდმა აღნიშნა, –„თბილისი კავკასიის დედაქალაქია და სწორედ ამ დედაქალაქში გვინდოდა ამ ღონისძიების ჩატარება. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ბუნებრივ ხიდს წამოადგენს“.  ჰორვარდის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში წლების მანძილზე არასტაბილური გარემო, საქართველოს ნატოში წევრობასაც აფერხებს, რადგან ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს საზღვრები გააჩნია.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები კავკასიის რეგიონის ისტორიულ საკითხებს და მის თანამედროვე ეტაპებს განიხილავენ. ასევე, საქართველო აპირებს წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო არქივიდან ჩრდილოეთ კავკასიის 1 მილიონზე მეტი ჩერქეზის ეთნიკური წმენდის შესახებ რუსეთის მხრიდან.

 პირველ რიგში ჩერქეზებისთვის იქნება ეს ღონოსძიება მნიშვნელოვანი, რადგან განიხილება მათი ეთნიკური წმენდის ისტორია. საერთოდ,  მე–19–ე, მე–20–ე  საუკუნეებში კავკასიაში ბევრი დრამატული მოვლენა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო კავკასიის ხალხები აღარ არსებობს, ან  მხოლოდ დიასპორითაა წარმოდგენილი. “–ამბობს გია  ნოდია.

კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგი თევზაძის თქმით, უნივერსიტეტი პრაქტიკულ ღონისძებებსაც ასრულებს კვლევების ჩატარების სახით და აქვს მასალები, რომელიც ჩერქეზების გენოციდს ადასტურებს.

„პრობლემის მოგვარება კი, ამ სახით და საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების მიქცევით, ვფიქრობ, შესძლებელია,“–ამბობს გიგი თევზაძე.

 „კულისებს მიღმა ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი აზრით, ვიდრე ორატორთა  მოხსენებები“, აღნიშნავს მახაჩკალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ხაჯი მურად დონოგო. მისი აზრით, კავკასიის მრავალეროვნულობას კარგად იყენებს რუსეთი მის დასაშლელეად. „მე კავკასიის ისტორიით ვარ დაკავებული და დასკვნების გამოტანაც შემიძლია, –არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი უცვლელია, პერსონაჟებისა და მოქმედებების  ფორმების გარდა“,–აღნიშნავს ხაჯი მურადი.

 

ნაკლებს მოელის კონფერენციის მოხსენებითი ნაწილისგან კავკასიის სახლის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ამჟამად ბერლინში, ჩეჩენი დევნილების საკითხებზე მომუშავე ეკეჰერდ მაასი. მისი აზრით, ყველაფერი უკვე დაწერილია და მრავალჯერ ითქვა, ეს შეხვედრა კი, უბრალოდ იმ ადამიანებს დააკავშირებს ერთმანეთს, ვისაც კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მიზნები აქვს. მაასი მიიჩნევს, რომ რუსეთი აგრესიული იმპერიაა, რომელსაც დიდი როლი აქვს კავკასიის ქვეყნების  განვითარებაში და მისი წარმომადგენლებიც უნდა ყოფილიყვნენ დაპატიჟებულები.

„ყველა აქ მოსულს კავკასიის გადარჩენა უნდა. მეც, რომელსაც ძალიან მიყვარს საქართველო და ოცდაათ წელზე მეტია აქ ჩამოვდივარ. მე აქ საზოგადოების ევროპული განათლება მხიბლავს ყველაზე მეტად. სხვაგან ამას ვერ შეხვდები“, –აღნიშნავს მასი.

„ვინც აქ ჩამოვიდა, ყველა ავტორიტეტული პიროვნებაა თავის ქვეყანაში, მათ საზოგადოების დიდი ნაწილის გაერთიანება შეუძლიათ. ვიმედოვნებ კონფერენციის მონაწილეები იკლაპარაკებენ კავკასიის გაერთიანების გზებზე“–ამბობს კონფერენციის გახსნაზე მისული  ჟურნლისტი  ოლეგ პონფილოვი.

„ჩვენ დღეს ხელოვნურად გვაშორებენ იმისთვის,რომ ერთმანეთი ვხოცოთ, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშველოვანია კავკასიის გასაერთიანებლად“–აღნიშნავს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის  ქვრივი, ალა დუდაევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი